ინტელის პროექტით განხორციელებული ტრენინგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ეს იყო ერთ ერთი საუკეთესო ტრენინგი რაც კი ოდესმე გამივლია, გმადლობ ხათუნა.
ამ ტრენინგით ვისწავლე როგორ უნდა დავგეგმო და განვახორციელო პროექტი. ბოლო ტრენინგზე მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია და მივიღეთ უკუკავშირი. ჩემთვის ინტელის სახელმძღვანელო იქნება საუკერესო რესურსი.
პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
Tuesday, May 9, 2017
Sunday, May 7, 2017
დღე 8
ტრენინგის დასაწყისში ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, გავეცანით სტანდარტს, რომლის დაცვითაც ისე უნდა ვისარგებლოთ სხვისი ნაშრომით, რომ არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები.
მოდული 6, აქტივობა1 მიხედვით გავეცანით მოსწავლის საჭიროებებს. გავარჩიეთ მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების გამოსავლენად რა უნდა გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე შევავსეთ ჩვენი პროექტის დიფერენცირებული სწავლების გრაფები. ვისწავლეთ საქაღალდეების გაზიარება
მოდული 6, აქტივობა1 მიხედვით გავეცანით მოსწავლის საჭიროებებს. გავარჩიეთ მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების გამოსავლენად რა უნდა გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე შევავსეთ ჩვენი პროექტის დიფერენცირებული სწავლების გრაფები. ვისწავლეთ საქაღალდეების გაზიარება
Saturday, May 6, 2017
დღე 7
გავიმეორეთ მოდული 2 აქტივობა2, სადაც ლაპარაკი იყო სწავლების სტრატეგიებზე. განვიხილეთ სწავლების ხუთი სტრატეგია და ვისაუბრეთ მის საჭიროებაზე. ტრენერმა დეტალურად გაგვაცნო რა უნდა გავითვალისწინოთ პროექტების განხორციელების დროს. ჩაგვიშალა პროექტის განხორციელების ეტაპები, რამაც ძალიან დაგვაინტერესა და დაგვეხმარა მუშაობაში. ვიმუშავეთ საკუთარი სასწავლო პროექტის გენერირებაზე, გეგმებზე. თანდათანობით იკვეთება როგორ უნდა განვახორციელო ჩემი პროექტი.
Sunday, April 23, 2017
დღე 6
დღევანდელი ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის . გავეცანით მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომებს. შემდეგ ვიმუშავეთ მულტიმედიური პრეზენტაციის კრიტერიუმებზე. საკუთარი პროექტიდან გამომდინარე შევქმენი მოსწავლის მულტიმედიური ნაშრომი Powerpoint ის პროგრამაში. გმადლობ.
Sunday, April 9, 2017
დღე 4
გილოცავთ ბზობას!
დღესასწაულია,სამუშაო დღე არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც იმავე რეჟიმში ვმუშაობთ.
დღე დაიწყო პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვების ცხრილის გაცნობით.ჩვენი პროექტისთვის ვქმნით მიმართულების მიმცემ კითხვებს. ვუზიარებთ ერთმანეთს, ვაკეთებთ უკუკავშირს.
შემდეგ ვაგრძელებთ ბუკლეტებზე მუშაობას.ბუკლეტის ნიმუშში განვათავსე ჩემი პროექტისთვის მომზადებული მასალა, გადავიტანე ინტერნეტიდან მოძიებული ფოტო.(მასწავლა ტრენერმა). შევინახე ჩემს პორტფოლიოში.
Saturday, April 8, 2017
დღე 3
ტრენინგი დაიწყო ჩვენი პროექტისთვის სტანდარტებისა და მიზნების გაწერით, რომელიც კორექტირების შემდეგ შევიტანეთ ჩვენივე პროექტის გეგმის შაბლონში. ტრენერმა გაგვაცნო ახალი ბლუმის ტაქსონომიის ზმნები, რომლებიც გამოვიყენეთ მიზნების გაწერის დროს.
გავეცანით პროექტის მოდელს, ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების სარგებლობაზე.
რა არის ჩეკლისტი? რა არის ღრუბელი? მივიღეთ პასუხები ამ კითხვებზე. ღრუბელში შევიტანე ჩემი საქაღალდე.
საშინაო დავალება: რესურსებში გადავხედოთ გეგმებს. ხვალისთვის დავამზადოთ საკუთარი პროექტისთვის ბუკლეტის ნიმუში.
უფრო და უფრო საინტერესოა ჩემთვის ეს ტრენინგები, მოხიბლული ვარ ჩემი ტრენერით.
Sunday, April 2, 2017
დღე 1
დავიწყეთ ტრენინგი გაცნობით. გავეცანით ტრენერ ხათუნა ციხელაშვილს, რომელმაც გასაგები ენით, საინტერესოდ და საქმიანად წარმართა მთელი ტრენინგი. გაგვაცნო სამუშაო გრაფიკი,მცირე ინფორმაცია მივიღეთ ინტელის კურსის შესახებ. ვნახეთ სოფიკო ჩიხრაძის ვიდეო, რომელიც იყო ჩემთვის საინტერესო და ამომწურავი პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით. გავეცანით სახელმძღვანელოს და ვისწავლეთ ნავიგაცია. ვნახეთ და გავარჩიეთ პროექტის გეგმის შაბლონი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი. შევქმენით ბლოგი და მოვახდინე პირველი დღის რეფლექსია.
Subscribe to:
Posts (Atom)