Sunday, April 23, 2017

დღე 6

დღევანდელი ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა  ჩემთვის . გავეცანით მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომებს. შემდეგ ვიმუშავეთ მულტიმედიური პრეზენტაციის კრიტერიუმებზე.  საკუთარი პროექტიდან გამომდინარე შევქმენი მოსწავლის მულტიმედიური ნაშრომი Powerpoint ის პროგრამაში. გმადლობ.

Sunday, April 9, 2017

დღე 4


გილოცავთ ბზობას! 
დღესასწაულია,სამუშაო დღე არ არის, მაგრამ ჩვენ მაინც იმავე რეჟიმში ვმუშაობთ.
დღე დაიწყო პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვების ცხრილის გაცნობით.ჩვენი პროექტისთვის ვქმნით მიმართულების მიმცემ კითხვებს. ვუზიარებთ ერთმანეთს, ვაკეთებთ უკუკავშირს.
შემდეგ ვაგრძელებთ ბუკლეტებზე მუშაობას.ბუკლეტის ნიმუშში განვათავსე ჩემი პროექტისთვის მომზადებული მასალა, გადავიტანე ინტერნეტიდან მოძიებული ფოტო.(მასწავლა ტრენერმა). შევინახე ჩემს პორტფოლიოში.

Saturday, April 8, 2017

დღე 3



   ტრენინგი დაიწყო ჩვენი პროექტისთვის სტანდარტებისა და მიზნების გაწერით, რომელიც კორექტირების შემდეგ შევიტანეთ ჩვენივე პროექტის გეგმის შაბლონში. ტრენერმა გაგვაცნო ახალი ბლუმის ტაქსონომიის ზმნები, რომლებიც გამოვიყენეთ მიზნების გაწერის დროს.
   გავეცანით პროექტის მოდელს, ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების სარგებლობაზე.
   რა არის ჩეკლისტი?  რა არის ღრუბელი?  მივიღეთ პასუხები ამ კითხვებზე. ღრუბელში შევიტანე ჩემი საქაღალდე.
   საშინაო დავალება: რესურსებში გადავხედოთ გეგმებს. ხვალისთვის დავამზადოთ საკუთარი პროექტისთვის ბუკლეტის ნიმუში.
   უფრო და უფრო საინტერესოა ჩემთვის ეს ტრენინგები, მოხიბლული ვარ ჩემი ტრენერით.
 

Sunday, April 2, 2017

დღე 1

 დავიწყეთ ტრენინგი გაცნობით. გავეცანით ტრენერ ხათუნა ციხელაშვილს, რომელმაც გასაგები ენით, საინტერესოდ და საქმიანად წარმართა მთელი ტრენინგი. გაგვაცნო სამუშაო გრაფიკი,მცირე ინფორმაცია მივიღეთ ინტელის კურსის შესახებ. ვნახეთ სოფიკო ჩიხრაძის ვიდეო, რომელიც იყო ჩემთვის საინტერესო და ამომწურავი პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით. გავეცანით სახელმძღვანელოს და ვისწავლეთ ნავიგაცია. ვნახეთ და გავარჩიეთ პროექტის გეგმის შაბლონი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი. შევქმენით ბლოგი და მოვახდინე პირველი დღის რეფლექსია.

დღე 2

   ტრენინგის მეორე დღე  დაიწყო საინტერესო დავალებით- უნდა გვემუშავა ჩვენი პროექტების გეგმებზე. ჩემი პროექტის სათაურად შევარჩიე:,,მოგზაურობა მარტყოფის წარსულსა და აწმყოში".  მოვახდინეთ პროექტის გეგმების პრეზენტაცია, რაც თავისთავად ძალიან საინტერესო პროცესი გამოდგა. ტრენერისა და კოლეგებისაგან მივიღე უკუკავშირი. ამის შემდეგ გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიო. გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალს. დღის ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება: მომდევნო ტრენინგისთვის ჩვენივე პროექტისთვის უნდა  გავწეროთ მიზანი, მისთვის შესაბამისი სტანდარტი და ინდიკატორი. დღე იყო ნაყოფიერი, შედეგიანი. გმადლობ.