Tuesday, May 9, 2017

დღე 9

ინტელის პროექტით განხორციელებული  ტრენინგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ეს იყო ერთ ერთი საუკეთესო ტრენინგი რაც კი ოდესმე გამივლია, გმადლობ ხათუნა.
ამ ტრენინგით ვისწავლე როგორ უნდა დავგეგმო და განვახორციელო პროექტი. ბოლო ტრენინგზე მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია და მივიღეთ უკუკავშირი. ჩემთვის ინტელის სახელმძღვანელო იქნება საუკერესო რესურსი.

Sunday, May 7, 2017

დღე 8

ტრენინგის დასაწყისში ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, გავეცანით სტანდარტს, რომლის დაცვითაც ისე  უნდა ვისარგებლოთ სხვისი ნაშრომით, რომ  არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები.
 მოდული 6, აქტივობა1 მიხედვით გავეცანით მოსწავლის საჭიროებებს. გავარჩიეთ მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების გამოსავლენად რა უნდა გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე შევავსეთ ჩვენი პროექტის დიფერენცირებული სწავლების გრაფები. ვისწავლეთ საქაღალდეების გაზიარება

Saturday, May 6, 2017

დღე 7

გავიმეორეთ მოდული 2 აქტივობა2, სადაც ლაპარაკი იყო სწავლების სტრატეგიებზე. განვიხილეთ სწავლების ხუთი სტრატეგია და ვისაუბრეთ მის საჭიროებაზე. ტრენერმა დეტალურად გაგვაცნო რა უნდა გავითვალისწინოთ პროექტების განხორციელების დროს.  ჩაგვიშალა პროექტის განხორციელების ეტაპები, რამაც ძალიან დაგვაინტერესა და დაგვეხმარა მუშაობაში. ვიმუშავეთ საკუთარი სასწავლო პროექტის გენერირებაზე, გეგმებზე. თანდათანობით იკვეთება როგორ უნდა განვახორციელო ჩემი პროექტი.