Sunday, April 2, 2017
დღე 2
ტრენინგის მეორე დღე დაიწყო საინტერესო დავალებით- უნდა გვემუშავა ჩვენი პროექტების გეგმებზე. ჩემი პროექტის სათაურად შევარჩიე:,,მოგზაურობა მარტყოფის წარსულსა და აწმყოში". მოვახდინეთ პროექტის გეგმების პრეზენტაცია, რაც თავისთავად ძალიან საინტერესო პროცესი გამოდგა. ტრენერისა და კოლეგებისაგან მივიღე უკუკავშირი. ამის შემდეგ გავაკეთეთ ჩვენი პორტფოლიო. გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალს. დღის ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება: მომდევნო ტრენინგისთვის ჩვენივე პროექტისთვის უნდა გავწეროთ მიზანი, მისთვის შესაბამისი სტანდარტი და ინდიკატორი. დღე იყო ნაყოფიერი, შედეგიანი. გმადლობ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment